ჰარმონიული ცხოვრების სტილი

ჩვენ შესახებ

თქვენ იმყოფებით : მთავარიჩვენ შესახებ
შ.პ.ს."DNK" (დიზაინი, ნოვაცია, კლასიკა) დაარსდა 2013 წელს, თუმცა მისი შვილობილი კომპანიები "DeLight"-ი (2009 წლიდან) და "DeWall"-ი (2010 წლიდან) მოღვაწეობენ ქართულ ბაზარზე და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ მომხმარებლების მხრიდან.

ერთი შეხედვით თითოეული კომპანიების სახელწოდებიდან გამომდინარე ყოველი მათგანი უცხოურ კონპანიებს მოგაგონებთ, თუმცა ყოველივე მათგანი ასი პროცენტით ქართულია.

De(დე) ჩვენი კომპანიების თავსართად გამოვიყენეთ, უმეტესწილად იგი გამოიყენება უარყოფით კონტექსტში თუმცა Light-ს წინ სხვა დატვირთვას იძენს და ქართულად ნიშნავს "აღფრთოვანება" "ხიბლი" "სიამოვნება". Dewall- ის შემთხვევაში, წინაღობის, კედლის ნგრევას.



მცირედი ისტორია


ჯერ კიდევ, მაშინ როდესაც გიგანტი ბრენდები იწუნებდენ ქართულ ბაზარს თავისი სიმცირის გამო, ხოლო ეგრეთწოდებული "სელერები" ხელს ითბობდნენ განუვითარებელი ქართული ბაზრით (არც მის განვითარებაზე ზრუნავდნენ დიდად) ჩვენ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: თუ არსებობს უცხოური ბრენდები, რატომ არ უნდა იყოს ქართული ბრენდი და მაშინ 1996 წელს დაგვებადა იდეა თვითონ შეგვექმნა ქართული ბრენდი, მართალი ბრენდი.

ხელთ არაფერი არ გაგვაჩნდა, არც კაპიტალი, არც მხარდაჭერა, არც უცხოური პარტნიორები, მხოლოდ პატრიოტული იდეა და ეროვნული მიზანი გვქონდა.

გზა სწორი იყო, მართალი - თუმცა ვიცოდით რისკიანი, სახოფათო და ეკლიანი იქნებოდა. ერთადერთი პრინციპი იყო, მიგვეწოდებია მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქცია, დაბალი ხარისხის პროდუქციის ფასად. ეს მხოლოდ ფინანსური მოგების შემცირებით იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც თავის მხრივ კომპანიისათვის სახიფათო იქნებოდა და მის განვითარების ტემპებს საგრძნობლად შეამცირებდა.


ერთადერთი ეკონომია შესაძლებელი იყო მხოლოდ დაუღალავი შრომით და სამუშაო შტატების მინიმალიზაციით, ხოლო ნომერი პირველი ამოცანა დავისახეთ საკუთარი სასაწყობე მეურნეობის შექმნა. არასოდეს შეგვითავაზებია ის პროდუქცია მომხმარებლისათვის რაც მხოლოდ მოგებას მოგვიტანდა და მომხმარებელს დააზიანებდა.

არასოდეს შეგვირჩევია ის პროდუქცია, რასაც საკუთარი თავისთვის არ ვისურვებდით. ამ დამოკიდებულებამ საბოლოოდ გამოიწვია დიდი ნდობა მომხმარებლის მხრიდან ჩვენი კომპანიების მიმართ და დღეისობით ქართულ ბაზარზე, ქართული ბრენდის ხარისხიანი პროდუქციის ნიშნად იქცა.
ასევე თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ პირველი და ერთადერთი ბრენდი ვართ განათების სფეროში რომელიც საკუთარი პროდუქციას საკუთარი სავაჭრო ფირმის ნიშნით ყიდის და არ წარმოადგენს სხვათა ბრენდების სელერს.

თუ ფიქრობთ რომ თქვენ არც ისეთი მდიდარი ხართ, რომ იაფიანი პროდუქცია შეიძინოთ და არც ისეთი დილეტანტი რომ ადვილად ბრიყვდებით ე.ი. თქვენი გზა დ.ნ.კ.-ში მოდის.

ჩვენ თქვენთვის ვართ,
ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ.

/კახაბერ ჭიჭინაძე/





ფასი